ახალი ამბები

“ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ

17 აგვისტო, 2020 • 1356
“ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ

ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს, გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს, მესამე დღეა ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით,  ორი  ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის შევიდა და “მყისიერად დაიწყო საძიებო ღონისძიებები”.

ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი თბილისში, ბარ “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

შსს-ს ინფორმაციით, “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი