“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათისთვის შევიდა და “მყისიერად დაიწყო საძიებო ღონისძიებები”.
მსგავს შემთხვევებში, როდესაც დაკარგულ ადამიანს ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ პოულობენ, გამოძიება, როგორც წესი, სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იწყება.
თბილისში მომუშავე ბარის, “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ამ დრომდე ეძებენ. ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.
“თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ”, – წერია განცხადებაში.
“ბაუჰაუსის” თანამშრომლების გაუჩინარების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
