ახალი ამბები

თბილისში ლიბანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

10 აგვისტო, 2020 •
თბილისში ლიბანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, „მშვიდობის ხიდზე“ ლიბანისა და ლიბანში მცხოვრები მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ბეირუთის აფეთქებისას დაზარალებულ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ჰიშო ვეჰბემ ნეტგაზეთს უთხრა, აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა წუთიერი დუმილი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულებს. ამასთანავე, ლიბანელი მოქალაქეების მხარდასაჭერად, შემოწირულობების სახით თანხა, დაახლოებით, 900 ლარი ააგროვეს.

აქციის პარალელურად, მერიის ინფორმაციით, თბილისის ანძა სოლიდარობის ნიშნად ლიბანის დროშის ფერებში განათდა.


ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 130-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

„ყველა თვალზე ცრემლია და ყველა ხმაში – აგონია“ – რას უყვებიან ლიბანელები „ნეტგაზეთს“

მასალების გადაბეჭდვის წესი