ახალი ამბები

აფეთქებიდან 1 თვეში, ბეირუთის პორტში ისევ ხანძარია

10 სექტემბერი, 2020 • 864
აფეთქებიდან 1 თვეში, ბეირუთის პორტში ისევ ხანძარია

ბეირუთის პორტში, სადაც 1 თვის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა , დღეს, 10 სექტემბერს, ხანძარი გაჩნდა.

ლიბანის არმიის მიერ სოც. ქსელებში გავრცელებული განცხადების თანახმად, ცეცხლი ზეთებისა და საბურავების საწყობს მოედო. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულნი არიან ვერტმფრენებიც.


მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს შავი კვამლი, რომელიც აგვისტოს აფეთქების შედეგად დანგრეული პორტიდან ამოდის.


ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავდა 6 000.

აფეთქებამ შეძრა მთელი ქალაქი: დაზიანდა მომხდარის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული შენობებიც, ახლომდებარე ნაგებობები კი მთლიანად დაინგრა. ქალაქის გუბერნატორის თანახმად, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი.

ლიბანის მთავრობამ ტრაგედიის დღესვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. გამოძიებამ დაუდევრობის ვერსიაზე დაიწყო მუშაობა და 20-ზე მეტი პირი დააკავა.

აფეთქებას მოჰყვა ანტისამთავრობო გამოსვლები. მალევე, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი