თბილისის ანძა სოლიდარობის ნიშნად ლიბანის დროში ფერებში განათდა.
„ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!-ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი,“ – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 130-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს.
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:
„ყველა თვალზე ცრემლია და ყველა ხმაში – აგონია“ – რას უყვებიან ლიბანელები „ნეტგაზეთს“