ახალი ამბები

არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა რომ აჩვენოს – ზურაბიშვილი კრიმინალზე

9 აგვისტო, 2020 • 1500
არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა რომ აჩვენოს – ზურაბიშვილი კრიმინალზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ეს ზოგიერთ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს.

ზურაბიშვილს დღეს ჟურნალისტებმა გუშინ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებასა და ენზელ მკოიანის მანამდე გავრცელებულ ვიდეოზე ჰკითხეს. ამ კადრებში ნაჩვენებია, როგორ გადაადგილდება ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში და ისვრის.

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, ხომ არ მიუთითებს ეს ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე.

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ვიცი ზუსტად, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენი და არაფერი აქ [საქართველოში]ისეთი არ ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. იარეთ მსოფლიოში და ნახავთ,

კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელეზივიებს უნდათ რომ აჩვენონ დილიდან საღამომდე..  მე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ახალგაზრდებზე, მათ ფსიქიკაზე და ზოგადად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა,“ – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სიტუაციას დისტანციურად შეხედოს – „არ დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ არც უნდა გავხადოთ მონსტრი, რომელიც არ არის ამ ქვეყანაში,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი