ახალი ამბები

კომუნალურების სუბსიდირების პროგრამა ნოემბერ-თებერვალშიც იმოქმედებს

6 აგვისტო, 2020 • 3246
კომუნალურების სუბსიდირების პროგრამა ნოემბერ-თებერვალშიც იმოქმედებს

აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო ზამთრის განმავლობაშიც დაუფარავს.კომუნალურ გადასახადებს.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გამოაცხადა. გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება, აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკურად შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. საქართველო, როგორც ერთ-ერთი ღია ეკონომიკა რეგიონში, გლობალური ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეძლებისდაგვარად ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა.

ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახების შემოსავლების კლება, სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძლედეს ეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში, ნოემბერი-თებერვალი, და იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო, 200 კვ.საათი  და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული”, – განაცხადა გახარიამ დღეს, 6 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი