ნეტგაზეთი | დენზე შეღავათი 1.2 მლნ აბონენტს ეხება, გაზზე 720 ათასს – გახარია დენზე შეღავათი 1.2 მლნ აბონენტს ეხება, გაზზე 720 ათასს – გახარია – Netgazeti
RU | GE  

დენზე შეღავათი 1.2 მლნ აბონენტს ეხება, გაზზე 720 ათასს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1 აპრილს განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, თვის განმავლობაში, სახელმწიფო 3 თვით სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს.

მოგვიანებით, ტვ იმედის ღამის ეთერში პრემიერმა განმარტა, რომ იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც დენზე შეღავათს გაუწევენ, არის 1.2 მილიონი, რაც დაახლოებით სრული რაოდენობის 2/3-ზე მეტია; გაზზე შეღავათები კი, მისი თქმით, 650 ათას აბონენტს ეხება, რომლებიც, ძირითადად, ოჯახები არიან.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მეტრკუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი და მაისი – სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც“, – თქვა 1 აპრილის დილას გახარიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, თუ მოქალაქე, ვთქვათ, მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე მეტ გაზს, მაშინ მას არ აუნაზღაურდება გაზის საფასური, თუმცა აუნაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი.

გარდა ამისა, თუ მოქალაქეები შეღავათით გათვალისწინებულზე მეტ გაზსა და ელექტროენერგიას მოიხმარენ, ისინი შეღავათით საერთოდ ვერ ისარგებლებენ.

„თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებისთვის 200 კუბური მეტრი გაზი დაახლოებით 90 ლარის ღირებულებისაა, რაც შეეხება ელექტროენერგიას, თელასის აბონენტებისთვის 200 კილოვატი ღირს დაახლოებით 30 ლარი.

ნახეთ ასევე:

გეკუთვნით თუ არა სუბსიდია, თუ მარტის კომუნალურები უკვე გადაიხადეთ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com