ახალი ამბები

ავარია თბილისში: დაიღუპა პირი, რომელიც “სქროლის” სკუტერს მართავდა

31 ივლისი, 2020 • 4518
ავარია თბილისში: დაიღუპა პირი, რომელიც “სქროლის” სკუტერს მართავდა

თბილისში, გმირთა მოედანზე, 30 ივლისის ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ტოიოტას” ტიპის ავტომანქანა და ელექტროსკუტერი შეეჯახნენ. პირი, რომელიც სკუტერს მართავდა, დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  მომხდარზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი