ახალი ამბები

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

23 იანვარი, 2024 • 707
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა.

შემთხვევა დღეს, 23 იანვარს, გამთენიისას მოხდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი