ახალი ამბები

განვიხილავთ კოალიციას „ოცნებასთან“ ახალ პარლამენტში – ძიძიგური

29 ივლისი, 2020 • 1228
განვიხილავთ კოალიციას „ოცნებასთან“ ახალ პარლამენტში – ძიძიგური

„კონსერვატორების“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას განიხილავს.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ძიძიგური განმარტავს, რომ დღევანდელი მოცემულობით კოალიციის შექმნა პარლამენტში ორ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. ამ ორს შორის კი „კონსერვატორები“ „ოცნებას“ აირჩევენ.

„ჩვენ ვაცხადებთ ცალსახად, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილთან და მის ორბიტაზე მყოფ ძალებთან კოალიცია განვიხილოთ. „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას განვიხილავთ. ამას ვამბობთ პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე“, – ამბობს ძიძიგური.

ძიძიგური ამატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ დაზიანდა, შეცდომები დაუშვა“, პარლამენტში კოალიციის თვალსაზრისით არჩევნს მაინც ამ პარტიაზე გააკეთებს.


ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა. ბრიფინგზე ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა 14 ნოემბერს პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება.

ამავე დღეს ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი