ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ლევან თევზაძე წარადგინეს

17 ივლისი, 2020 • 1604
უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ლევან თევზაძე წარადგინეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 ხმით მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის ლევან თევზაძის კანდიდატურის წარადგენის შესახებ.

ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა. ის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა, რის გამოც საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებდა.

თევზაძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და კონკურსში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, თუმცა მხედველობაში მიიღო  პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მიუხედავად იმისა, დღეს, 17 ივლისს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტისთის ლევან თევზაძის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოში აცხადებენ, რომ ირაკლი შენგელიას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი