ნეტგაზეთი | კომუნიკაციების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კომუნიკაციების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა – Netgazeti
RU | GE  

კომუნიკაციების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს, 17 ივლისს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილებას ანიჭებს, გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის  შემთხვევაში კანონით ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს, კენჭისყრაში მონაწილე 88-ვე დეპუტატი მიემხრო.

კანონის ძალით, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. ის შესაძლებელს ხდის, კომპანიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (დირექტორიდან აქციონერთა კრებამდე) სრული უფლებამოსილება აღნიშნულ მმართველზე გადავიდეს. მას შეეძლება, გაათავისუფლოს დირექტორი ან დირექტორთა საბჭოს წევრები.

კანონპროექტის პლენარულ სხდომებზე გატანას წინ უძღოდა შესწორებები, რომელიც დოკუმენტში ბიზნესის წარმომადგენელთა პროტესტის შემდეგ შევიდა. კანონპროექტს ასევე ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ტელეკომპანიათა ნაწილის ხელმძღვანელობები. ისინი საუბრობენ საფრთხეზე გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების მიმართ, კომუნიკაციების კომისია კი კანონმდებლობის გაჯანსაღების საჭიროებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან