ახალი ამბები

აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილეები რუსეთში ფრესკაზე გამოსახეს

2 ივლისი, 2020 • 2371
აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილეები რუსეთში ფრესკაზე გამოსახეს

რუსი დიაკონი ანდრეი კურაევი თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს მოსკოვის გარეუბანში, ახლად აშენებულ სამხედრო ტაძარში გაკეთებული ფრესკის ფოტოს.

ფრესკაზე სხვადასხვა ომში მონაწილე რუსი სამხედროები არიან გამოსახული. ფოტოზე წარწერა არ იკითხება, თუმცა, კურაევის მიხედვით, “საბჭოთა კავშირის” პერიოდშიც კი არ ცდილობდნენ ისტორიის ასე გადაწერას.

როგორც კურაევი წერს, ფრესკაზე შემდეგი შინაარსის მინაწერია დატანილი:

“სამოქალაქო ომი ჩინეთში, ომი კორეაში, შეიარაღებული კონფლიქტი უნგრეთში, ლაოსში, ალჟირში, იემენში, ომი ვიეტნამში, შეიარაღებული კონფლიქტები სირიაში, ეგვიპტეში, ჩეხოსლოვაკიაში, კონფლიქტი დამანის ნახევარკუნძულზე, ომები კამბოჯასა და ბანგლადეშში, ომი ანგოლაში, შეიარაღებული კონფლიქტები ეთიოპიასა და ნიკარაგუაში, საერთაშორისო მისიის შესრულება ავღანეთში, შეიარაღებული კონფლიქტები ლიბანში, ჩადიში, კონფლიქტი ყარაბაღში, ომი იუგოსლავიაში, შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს იძულება მშვიდობისკენ (აგვისტოს ომი), ბრძოლა საერთაშორისო ტერორისტებთან სირიაში, ყირიმის შემოერთება”.

ГХ ВС РФ продолжает насиловать историю

Под панно с изображением участников послевоенных конфликтов есть легенда к…

Posted by Андрей Кураев on Tuesday, June 30, 2020

მასალების გადაბეჭდვის წესი