ახალი ამბები

ხათუნა სამნიძე სუს-მა “საბოტაჟის საქმეზე” გამოკითხა

27 ივნისი, 2020 • 1735
ხათუნა სამნიძე  სუს-მა “საბოტაჟის საქმეზე” გამოკითხა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 27 ივნისს საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. როგორც სამნიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, მას აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია თუ კონკრეტუალდ რა საკითხზე იბარებდნენ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლები, თუმცა დღევანდელი გამოკითხივდან გაირკვა, რომ საქმე საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება, რომელზეც გამოძიება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო.

“მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

“რატომ გადაწყვიტა სუს-მა, რომ მე შეიძლება რაიმეს მოწმე ვიყო, იმ კომენტარიდან გამომდინარე, რომელიც დაწერილი მაქვს ფეისბუკზე ჩემთვის გაუგებარია. ამაზე ახსნა არც ახლა მაქვს. სუს-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ისინი ეძებენ ოჯახებს, რომლებსაც ფულის შეთავაზების საკითხი შეეხო და მე მეკითხებოდნენ თუ ვიცოდი, რომ დამესახელებინა ეს ოჯახები”, – განაცხადა სამნიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით გამოკიტხვისას სუს-ის წარმომადგენლები კითხვებს მშვიდად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე უსავმდნენ, თუმცა მისი თქმით კითხვების შინაარსობრივი მხარე მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო წინა საარჩევნოდ ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას ახორცელებს:

“სინამდვილეში სახელმწიფოს რომ უნდოდეს ასეთი ფაქტების გამოვლენა და ის ეჭვი, რაც კონრკეტულ წყაროზე დაყრდნობით არსებობს, რაც სიუჟეტში ნახეს ან რაც იციან ადამიანებმა მაგრამ ამაზე არ ლაპარკობენ, ამის გარკვევა, რომ მართლა უნდოდეს სახელმწიფოს, ამ გზით არ წავიდოდა და საბოტაჟის მუხლით არ დაიწყებდა სისხლის სამართლის საქმეს.

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანას საერთოდ არ გეგმავს სახელმწიფო და არც მივა ის ბოლომდე, როგორც შარშან აქციების დროს სახელმწიფო გადატრიალებაზე დაიწყეს გამოძიება. ეს არის კონკრეტული მექანიზმი იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ყველა იმ პოლიტიკოსზე და პარტიაზე, განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებზე, ტელევიზიებზე და ზოგადად მედიაზე, რომელსაც კრიტიკული მასალა აქვს და გააგებინონ მათ, რომ თუ რაიმე მსგავსს გაბედავენ და ეჭვს თუ გამოთქვამენ, როგორც მე, ისინი მთელს სახელწიფო მანქანას აამუშავებენ მათ წინააღმდეგ. სუსი იმუშავებს მათ წინააღმდეგ”, – განაცხადა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განცხადებით, გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლებმა მას იმ პირის დასახელება მოსთხოვეს, ვინც ინფორმაცია მიაწოდა, ოჯახის შესახებ, რომლის წარმოამდგენელბის თქმითაც გარკვეულმა პირებმა ტყუილის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს. სამნიძის თქმით მან ვალდებულებიდან გამომდინარე ამ პირის ვინაობა დაასახელა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ოჯახზე ზეწოლა განხორციელდება და მის წევრებს მათ მიერ გავრცელებული ინფორამციის გადაკეთება მოუწევთ.

“განმიმარტეს, რომ მათ სურთ იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც ფულს სთავაზობს ოჯახებს. მაგრამ ამისთვის ამისთვის პირველ რიგში ტელევიზიის დადანაშაულება დაიწყეს და მათი საბოტაჟში მხილება. ეხლა უნდათ, რომ ამ პროცესში ჩრთონ ოპოზიციის წარმომადგენლები, ანუ მე მოწმის სტატუსს მომანიჭებენ არარსებულზე. როგორ შეიძლება მე ვიყო მოწმე ამ პროცესის მაგრამ ასე ცდილობენ, რომ ამ საბოტაჟის დაწყებულ საქმეს მიაბან ყველა ვინც შეიძლება, რომ განსხვავებული აზრი დააფიქსიროს ამ პროცესზე. უნდათ, რომ როგორც ყველაფერი, ესეც ოპოზიციას დააბრალონ, რომ ოპოზიციამ შეთხზა ეს ამბავი. ეს არის იარლიყის მიწებება, რომ საბოტაჟს აპირებენ და ამაში ოპოზიციაა ჩაბმული”, – განამრტა სამნიძემ.

სამნიძის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გახდა მის მიერ დაწერილი კომენტარი ერთ-ერთ ფეისბუკ პოსტზე, სადაც ის გამოხატავდა გაკვირვებას, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანებს მართლაც შესთავაზონ ფული ტყუილის სანაცვლოდ, რადგან მან ასეთი ოჯახების არსებობის შესახებ იცის.

მთავარი არხის სიუჟეტი:

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/288329335641842/?v=288329335641842

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „მთავარი“ არხის ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ.

სუს-ში ის ადამიანები არიან დაბარებულები, ვინც სიუჟეტში გასული იფნორმაცია მიაწოდა მთავარ არხს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

მასალების გადაბეჭდვის წესი