ახალი ამბები

აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს

19 ივნისი, 2020 • 1811
აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ის შტატ ორეგონის ქალაქ პორტლენდში ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი KOIN-TV ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10 საათზე დაახლოებით 20 ადამიანი ვაშინგტონის ძეგლთან შეიკრიბა, შემდეგ კი ჩამოაგდო. მოგვიანებით, ზოგმა ძეგლის თავი ამერიკის დროშაში გაახვია და დაწვა.

ჯორჯ ვაშინგტონი — აშშ-ის ერთერთი დამფუძნებელი მამა, დამოუკიდებლობის ომის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და ქვეყნის პრეზიდენტი მონებსაც ფლობდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მიმდინარე პროტესტების დროს მომიტინგეებმა ზოგი მოღვაწის ძეგლი ჩამოაგდეს — აქამდე, იმავე პორტლენდში ჩამოაგდეს ტომას ჯეფერსონის ძეგლი, უფრო ადრე კი ბოსტონში მომიტინგეებმა ჩამოაგდეს ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი