აშშ-ში, ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში, აშშ-ის ერთ-ერთი „დამფუძნებელი მამის“ და მე-3 პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის ძეგლი მომიტინგეებმა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იუწყება, ძეგლი მდებარეობდა ასევე ჯეფერსონის სახელობის სკოლასთან.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ში გარკვეული მოღვაწეების ძეგლების ჩამოგდება მოხდა — აქამდე, თავი მოაჭრეს ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს. მომიტინგეები ხშირად ითხოვენ კონფედერაციული შტატების მოღვაწეების ძეგლების დემონტაჟსაც.
ამავე თემაზე გირჩევთ:
- „მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ“
- „რა შედეგები მოიტანა აშშ-ში მიმდინარე პროტესტებმა 2 კვირაში“
- „არეულობა აშშ-ში — თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს“
- „ბოსტონში კოლუმბის ქანდაკებას თავი მოაჭრეს“
- „აშშ-ში კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ბელგიაში ლეოპოლდ მეორის მონუმენტი აიღეს“