ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი კვირას, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

17 ივნისი, 2020 • 1285
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი კვირას, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

კვირას, 21 ივნისს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურის ცნობითვე, ცვლილებების სამივე მოსმენით მიღება 29 ივნისამდე იგეგმება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ვადა 18 ივნისს იწურება, საკომიტეტო მოსმენა იურიდიულ კომიტეტში კი პარასკევს გაიმართება. 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება და მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. 

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში  პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი