ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, “ძალა ერთობაშიას” სხვა წევრები ენმ-ს თბილისის 2-ადგილიან კვოტაში არ მოიაზრებიან

15 ივნისი, 2020 • 949
ვაშაძის თქმით, “ძალა ერთობაშიას” სხვა წევრები ენმ-ს თბილისის 2-ადგილიან კვოტაში არ მოიაზრებიან

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების ფორმულაში ენმ-ს მიერ დათმობილ 6 ადგილზე პრეტენდენტებად გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” სხვა წევრებიც მოიაზრებიან.

საუბარია ენმ-ს პარტნიორებზე: გიორგი ვაშაძეზე, თაკო ჩარკვიანზე, ნიკა მაჭუტაძეზე, პაატა დავითაიაზე, მურმან დუმბაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე და ა.შ. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშია” ერთად გამოვიდა, მაშინ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო. “ძალა ერთობაშიამ” პროპორციულ ნაწილში, შესაძლოა წელსაც ერთად იაყროს კენჭი, თუმცა გრიგოლ ვაშაძის თქმით, ნიკა მელია თავის განცხადებაში, როდესაც 2 მაჟორიტარულ ოლქზე გააკეთა განაცხადება სამგორსა და გლდანზე, უშუალოდ ენმ-ს კვოტებზე საუბრობდა და არა “ძალა ერთობაშიაში” შემავალ სხვა პარტიების წარმომადგენლებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში დარჩენილი 6 ადგილზე შესაძლოა “ძალა ერთობაშიას”, რომელიმე წარმომადგენელმაც იყაროს კენჭი საერთო ოპოზიციური შეთანხმების საფუძველზე.

“მელიას ბრიფინგს თუ აიღებთ, თეთრით შავზეა დაწერილი, ნათქვამი, რომ ლაპარაკი იყო მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. ჩვენ არაფერში ვერევით, ბატონები და ქალბატონები მოილაპარაკებენ და შემდეგ უნდა დავსხდეთ მაგიდის გარშემო, განვიხილოთ და დავამტკიცოთ, რადგან ბოდიში მომიხდია, ენმ-ს პარტაქტივს მოუწევს ლომის წილის სამუშაოს გაკეთება და ამ ხალხს თავისი მოსაზრებებიც აქვს და სურვილებიც”, – განაცხადა ვაშაძემ.

გვარამიას დამაზუსტებელ შეკითხვაზე ეს ნიშნავს იმას, რომ 5 ნომრით თბილისში შესაძლოა არა 2, არამედ 4 კანდიდატი ვიხილოთ [თუ “ძალა ერთობაშია” ბლოკი 5 ნომრით გამოვა პროპორციულ ნაწილშიც], ვაშაძემ განაცხადა, რომ შეიძლება ასეც გამოვიდეს.

მისივე თქმით, დარჩენილ 6 ადგილზე მოლაპარაკებების მაგიდაზე მსხდომი სხვა პარტიები აწარმოებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა ერთად მიიღებს.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება. 30-დან 8 ოლქი თბილისზე მოდის, სადაც ოპოზიციის ნაწილი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმებაში დეკლრარირებულად ერთვებიან ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ. ჯერჯერობით უცნობია, რა საბოლოო პოზიციას დაიკავებს ალეკო ელისაშვილი. ლელოს პოზიციაზე წაიკითხეთ აქ:

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი