ახალი ამბები

ქაბულში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

12 ივნისი, 2020 • 962
ქაბულში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა, იუწყება ABC News.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბომბი მეჩეთის შიგნით მოათავსეს, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს, თუმცა, როგორც ABC წერს, თვის დასაწყისში მეჩეთში მომხდარ შეტევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებულმა ორგანიზაციამ აიღო.

ეს არაა ბოლო დროს ავღანეთში მომხდარი პირველი შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. აქამდე, შეიარაღებული პირები თავს სამშობიარო სახლს დაეხსნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი