ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა

9 ივნისი, 2020 • 2491
ნატო ჩხეიძე პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომელმაც მანდატი “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოიპოვა, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა, მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდოამრე გახდა.

“დამოუკიდებელი დეპუტატობა კარგი რამ არის პარლამენტში, ვინაიდან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებ, თუმცა პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მით უმეტეს, აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა მაშინ, როცა აშკარად ხედავ, ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი შეცვლა.

მე მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი პოლიტიკური ლიდერი, ვინაიდან “სახელმწიფო ხალხისთვის” არის ჩემი პოლიტიკური კრედო, იმიტომაც, რომ ეს მოძრაობა არის დიდი ოპოზიციური გაერთიანების წევრი, რომელსაც ჰქვია “ძალა ერთობაშია” და რომელსაც ძალუძს ცუდი ხლეისუფლების შეცვლა და გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში უკვე მოახერხა, მთელი რიგი თემები დაეთმობინა ივანიშვილის რეჟიმისთვის” ,- ამბობს ნატო ჩხეიძე.

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის მაისში დააფუძნა, თუმცა იმავე წლის დეკემბერში ბურჭულაძე მისივე დაფუძნებული პარტიიდან წავიდა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი