„არ გკითხავთ, ვის ეკუთვნის სხეული, მაგრამ გკითხავთ, ვის ეკუთვნის თქვენი სული?“, – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ნატო ჩხეიძემ იაგო ხვიჩიას.
„გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას, რომელიც ამავე დროს სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატიცაა, დღეს, 4 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
მანამდე სხვა კანდიდატებთან გასაუბრებისას ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც „გირჩის“ წევრები ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებს უსვამდნენ, სწორედ იმას შეეხებოდა, თუ ვის ეკუთვნის მათი სხეული.
ნატო ჩხეიძესა და იაგო ხვიჩიას შორის კითვხა-პასუხი კი ასე წარიმართა:
ნატო ჩხეიძე: არ გკითხავთ, ვის ეკუთვნის სხეული, მაგრამ, მოდით, გკითხავთ, ვის ეკუთვნის თქვენი სული?
იაგო ხვიჩია: სული, როგორც ბიბლია გვეუბნება, ღმერთს ეკუთვნის.
ნატო ჩხეიძე: და თქვენი სულიც ღმერთს ეკუთვნის?
იაგო ხვიჩია: არ ვიცი, ამდენი არ მიფიქრია ჯერჯერობით, ცოტა ხანი კიდევ მაფიქრეთ.
ამასთან, ნატო ჩხეიძის თქმით, ის, რომ იაგო ხვიჩია პარტიის წარმომადგენელია და თან სახალხო დამცველობის კანდიდატიც, მისთვის პრობლემა არაა.