ახალი ამბები

ორმეტრიანი დისტანცია, სანიტარული შესვენება და სხვა რეკომენდაციები ოფისებისთვის – COVID-19

29 მაისი, 2020 •
ორმეტრიანი დისტანცია, სანიტარული შესვენება და სხვა რეკომენდაციები ოფისებისთვის – COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა სფეროს დამსაქმებელთა და დასაქმებულებისთვის რეკომენდაციების ნუსხას ავრცელებს.

საქართველოში საზოგადოებირივი ტრანსპორტი 29 მაისს ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილამდე შეუფერხებლად სულ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მისვლას. ამის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ყველა საოფისე სივრცეში შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა შენარჩუნდეს.

ამ რეკომენდაციებს შორის არის ორმეტრიანი დისტანცია საოფისე ავეჯებს შორის, დასაქმებულთა ტემპერატურის გაზომვა, ხშირად შეხებადი ზედაპირების 2 საათში ერთხელ დასუფთავება, ე.წ. სანიტარული შესვენების დაწესება და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის:

  • სამუშაოს დაწყების წინ, 20 და მეტი დასაქმებულის არსებობის შემთხვევაში, დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ტემპერატურის გაზომვის გაკონტროლება;
  •  საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურების შემუშავება, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები;
  • თვალსაჩინო ადგილას ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • დასაქმებულების, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოფა მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულების უზრუნველყოფა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი – საჭიროების შესაბამისად);
  • დასაქმებულთა სამუშაო ადგილას ავეჯის ისეთი განლაგების უზრუნველყოფა, რომ დასაქმებულებს შორის დაცული იყოს ორმეტრიანი დისტანცია;
  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან დეზობარიერების განთავსება, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სამუშაო ადგილებზე ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი სწორად მოხმარების წესების განთავსება;
  • სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსების უზრუნველყოფა;
  •  სათანადო ადგილას ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესების განთავსება;
  •  მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში სანიტარული შესვენებების დაწესება;
  • დასაქმებულებისთვის ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავების უზრუნველყოფა ყოველ ორ საათში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების (მათ შორის მობილურის/ქალაქის ტელეფონის, კლავიატურის, ელექტროგამომთვლელი მანქანის და ა.შ.) დამუშავების უზრუნველყოფა, რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექციის უზრუნველყოფა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის No01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით;
  •  პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფა (შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოტანილი ჰაერით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით);
  •  დასაქმებულთა/ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსების უზრუნველყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • ინფორმაციის მიწოდება ყველა თანამშრომელსა და კონტრაქტორსთვის, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
  • სამუშაო მაგიდებზე, იქ, სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით გამჭვირვალე დამცავი ბარიერის დამონტაჟება, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი, ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით;
  •  მომხმარებლების და ფართო საზოგადოების ობიექტებზე დაშვების შეზღუდვა, ან  მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაშვება. დააწესეოს კონტროლი და შეიმუშაოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
  • ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად სავალდებულო პირობითი ნიშნების გამოყენება, იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით;
  • ობიექტზე ნაღდი ფულის გამოყენების შემცირება,როგორც დასაქმებულების, ასევე მესამე/სხვა პირების მხრიდან.

რაც შეეხება დასაქმებულთა ვალდებულებებს, ნუსხა შემდეგია:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში, თუ ობიექტზე ხელის დაბანა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან/და ანალოგიური თვისებების მქონე ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები;
  •  მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს;
  • მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას;
  • მოერიდეთ თავშეყრას (რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით – არანაკლებ 2მ);
  •  დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ).

მასალების გადაბეჭდვის წესი