საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთანავე, კარანტინში იმყოფება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით,ახალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირტთო მანქანის მძღოლია, დანარჩენი ორი კი მანამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.