ახალი ამბები

მოლაპარაკებები მიმდინარეობს შენობებთან დაკავშირებით – ტიკარაძე ინფექციურზე

25 მაისი, 2020 •
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შენობებთან დაკავშირებით – ტიკარაძე ინფექციურზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იგეგმება, ტიკარაძე განმარტავს, რომ ეს მოლაპარაკებები სხვა შენობების განხილვასაც მოიცავს.

„ინფექციურ საავადმყოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არანაირი პროგრამა ჯერ წარმოდგენილი არ გვაქვს. როგორც თქვენთვის ცნობილია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ შენობებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული შედეგი მოგვიანებით იქნება ცნობილი“, – ამბობს ტიკარაძე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე თქვა, რომ სამინისტრო სახელმწიფო სექტორში არსებული საავადმყოფოების გაძლიერებაზე მუშაობს და „საზოგადოებისთვის მალე იქნება შედეგი ცნობილი“.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად წყალი ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ცენტრი ავრცელებს საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით. როგორც ცნობილია, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი შენობა არ აქვს.

ვრცლად:

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

ამავე თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი