ახალი ამბები

ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩამოდის [ვიდეო]

25 მაისი, 2020 •
ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩამოდის [ვიდეო]

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად წყალი ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ცენტრი ავრცელებს საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით. როგორც ცნობილია, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი შენობა არ აქვს.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ წყალი ყოველი წვიმის დროს ჩამოდის იმ შენობაში, რომელშიც ამჟამად კლინიკა იმყოფება, და ეს უდიდეს პრობლემას უქმნის არა მხოლოდ ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალს, არამედ პაციენტებსაც:

“ამ ნაწილში ხდება ყველა ადმინისტრაციული პროცედურის მოგვარება, ყველა ავადმყოფის მდგომარეობაზე ინფორმაცია აქ არის. გარდა ამისა, ჩვენ სწორედ ამ შენობიდან გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა დაწესებულებებთან, ვინც წამლებით გვამარაგებს და ეს ლოჯისტიკური საკითხები დროშია გაწერილი. მსგავსი სიტუაციიდან გამომდიანრე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხვალისთვის გავამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც უდიდეს პრობლემას შეუქმნის პაციენტებსაც.

ეს პრობლემა საკუთარი თვალით აქვს ნანახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რადგან როცა ის აქ გვესტუმრა, მაშინაც წვიმდა და წყალი ჩამოდიოდა”, – განმარტავს შოთა გოგიჩაიშვილი.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/3568747766492286/?__xts__[0]=68.ARDtREUsQ9qHInk-XjT7zwrTekzOjbOk_L4Ve6K-ZWtoTsEK0wsxVss_Lbm99TBaCsyI5NP69M7inlUzV6Y8GTeHWr9AHWx45p_Sw0Die1It9EAW1lhd4DlQKFb_kU_EhxAEWC3vH4MiWHhNRRi6pXUnu_jnd3UNZVbatS5-6glXbD6chRdFHzAxUOURHy8DIzAPKtWLx3SiypivfK-RzKZdiSgs7ShF3Wcsak0vieT0c1ncXEiQ4fpwmksbHsjSzM6W5nXFv1rX6kL643te8oPpV7qTiLDYNnTv7a54QEQtuoXPabAtuyy9_XI0eUL_Ve3UrdYOKM8Ko3iXfunNZ-SqaRaIlT1D&__tn__=-R

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი