ახალი ამბები

არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან – ბასილაშვილი

24 მაისი, 2020 • 1457
არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან – ბასილაშვილი

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ ის საჯარო დისკუსიაში ყოფილ მეუღლესთან არ შევა.

განცხადებაში, რომელსაც ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ავრცელებს, ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს და   – „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო“.

„რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა,“ – ამბობს ბასილაშვილი და ამატებს, რომ ბრალდებებს შვილის კეთილდღეობის გამო საჯაროდ აღარ უპასუხებს.


დღეს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმის პროკურორი ასევე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. 

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.

 

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი