ახალი ამბები

22 მაისის შემდეგ კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

21 მაისი, 2020 • 1310
22 მაისის შემდეგ კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 22 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან ერთად, გაუქმდება კომენდანტის საათიც. ამის შესახებ მან მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება, ნელ-ნელა ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიუკური, ისე სოციალური მიმართულებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.


საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით მოქმედებდა. ქუჩაში გასვლა საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იყო აკრძალული და ჯარიმით ისჯებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი