ნეტგაზეთი | მძიმედ ავადმყოფი კაცი, რომელიც ახალგორიდან გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა – გამგებელი მძიმედ ავადმყოფი კაცი, რომელიც ახალგორიდან გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა – გამგებელი – Netgazeti

მძიმედ ავადმყოფი კაცი, რომელიც ახალგორიდან გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა – გამგებელი

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები კაცი, რომელიც თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა.

„როგორც ვიცი, კაცი ცუდად იყო, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს, შემდეგ „წითელი ჯვარი“ ჩაერთო. ის უნდა გადმოეყვანათ დღეს აქეთ მხარეს, თბილისში.

მაგრამ ვინაიდან მისი მდგომარეობა დამძიმდა, წუხელვე მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში გადმოყვანაზე, ის კი გზაში გარდაიცვალა“, – ამბობს ნეტგაზეთთან ნუგზარ თინიკაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა 63 წლის კაცს კორონავირუსის დიაგნოზი, თინიკაშვილი გვპასუხობს, რომ რამდენადაც მან იცის, კაცი გულის დაავადებით გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან