ახალი ამბები

პენტაგონი UFO-ების შესახებ ახალ დოკუმენტებს აქვეყნებს

14 მაისი, 2020 • 1785
პენტაგონი UFO-ების შესახებ ახალ დოკუმენტებს აქვეყნებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესახებ ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც მათი აღწერაცაა მოცემული, წერს CNN. იქამდე, აპრილის ბოლოს, უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ობიექტები იყვნენ ასახულნი.

„ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო პატარა ზომის, დაახლოებით, ჩანთის, ვერცხლისფერი“, — წერია ერთ-ერთი ობიექტის აღწერაში.

„ამ შეხვედრისას F/A-18-ის პილოტი ობიექტთან 1 000 ფუტის სიახლოვეს იყო, მაგრამ ვერ მოახერხა ობიექტის ზუსტი იდენტიფიცირება. პილოტმა სცადა ობიექტთან ვიზუალური კონტაქტის აღდგენა, თუმცა, წარუმატებლად“, — ნათქვამია ამ ობიექტთან შეხვედრის შესახებ.

2013 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევაა ასე აღწერენ: „პილოტმა მოახერხა დაენახა პატარა მფრინავი ობიექტი. მისი ფრთები დაახლოებით 5 ფუტის სიგრძის იყო, შეღებილი იყო თეთრად და არ ჰქონდა სხვა რამ, რისი გარჩევაც შესაძლებელი იქნებოდა“.

2013 წლის ივნისში მომხდარ შეხვედრას რაც შეეხება, ანგარიშს თანახმად, „მფრინავი ობიექტი იყო თეთრი და დაახლოებით დრონის ან რაკეტის ზომის“.

პენტაგონის განცხადებით, სამივე შემთხვევის მერე ისინი დაუკავშირდნენ „დაუსახელებელი საჰაერო სისტემების“ (უწყება ასე მოიხსენიებს ობიექტებს) ოპერატორებს, რომელთა საკუთრებაც შეიძლება ყოფილიყო ეს ობიექტები, მაგრამ ისინი არცერთ მათგანს არ ეკუთვნოდა.

აგრეთვე, პენტაგონის ანგარიშის თანახმად, დრონები, რომლებიც შესაძლოა ვიდეოჩანაწერებზე იყვნენ დაფიქსირებულნი, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე ჩვეულებრივი თვითმფრინავები, რადგანაც ხშირად ნაკლებად შესამჩნევი არიან და რადარებსაც უჭირთ მათი დაფიქსირება.

CNN-ის ცნობით, შესაძლოა, რომ დრონების ოპერირებით რუსეთი ან ჩინეთი ყოფილიყვნენ დაკავებული აშშ-ის სამხედრო ოპერაციებზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

პენტაგონი UFO-ს ამსახველ ვიდეოებს ასაჯაროებს

მასალების გადაბეჭდვის წესი