ახალი ამბები

გილეადმა 127 ქვეყნისთვის რემდესივირის წარმოებაზე ხელშეკრულება გააფორმა

13 მაისი, 2020 •
გილეადმა 127 ქვეყნისთვის რემდესივირის წარმოებაზე ხელშეკრულება გააფორმა

გილეადმა 127 ქვეყნისთვის რემდესივირის  წარმოებაზე ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმა. საუბარია პრეპარატზე, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ ექსპერიმენტულად გამოიყენება.

როგორც, CNBC წერს, კომპანიამ ხელშეკრულება 5 ფარმაცევტულ კომპანიასთან გააფორმა და წამალს 127 ქვეყანას მიაწვდის, მათ შორის- საქართველოსაც. სია მოიცავს როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დაზარალდნენ.

როგორც მედიასაშუალება წერს, კომპანიამ ფარმაცევტულ კომპანიებს პრეპარატის წარმოებაზე ლიცენზია უსასყიდლოდ მიანიჭა პანდემიის დასრულებამდე, ან COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატის/ვაქცინის შექმნამდე .

მიმდინარე წლის პირველ მაისს აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა, როგორც COVID-19-ის სამკურნალო ექსპერიმენტულ მედიკამენტს გადაუდებელ შემთხვევებში.

კომპანიის წარმოამდგენლის თქმით, მაისის ბოლოსთვის გეგმავენ 10-დღიანი მკურნალობისთვის საჭირო 140 000 დოზა პრეპარატის დამზადებას და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის მილიონი დოზა ექნებათ შექმნილი. რის შემდეგაც მომავალი წლისთვის რამდნეიმე მილიონ დოზას კიდევ დაამზადებენ.

რას (არ) ამბობენ კვლევები რემდესივირზე

რას (არ) ამბობენ კვლევები რემდესივირზე

მასალების გადაბეჭდვის წესი