ახალი ამბებიკომენტარი

იზოლაციიდან გამოკეტვამდე | მოსაზრება

1 მაისი, 2020 • 3832
იზოლაციიდან გამოკეტვამდე | მოსაზრება

ავტორები: 

  • საიმონ ჯონსონი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ყოფილი მთავარი ეკონომისტი.
  • პიტერ ბონი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ეკონომიკური მაჩვენებლების ცენტრის ეფექტიანი ინტერვენციის თავმჯდომარე.

ერთი შეხედვით, COVID-19 საერთო გლობალური გამოცდილება ჩანდა — როგორც დაავადების გავრცელების, ასევე ქვეყნების რეაქციის მხრივ, თუმცა ახლა ნათელი გახდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რეაგირების სტრატეგიისა და შედეგის განსხვავება იქნება. ეს ნიშნავს, რომ როცა მსოფლიო იზოლაციის რეჟიმიდან გამოვა, ახალ რთულ ფაზაში შევა: გამოკეტვაში, რომელიც მკაცრად შეზღუდავს საერთაშორისო მოგზაურობას.

ტურიზმი, ვაჭრობა და მოგზაურობა ადრინდელივით არასდროს იქნება. სრული სურათი ცნობილი არაა, მაგრამ გამოკეტვები დიდი ალბათობით შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას და კრიზისის მორიგ ფაზას შექმნის, ყოველ შემთხვევაში პატარა კუნძულოვან ეკონომიკებში, რომლებიც დიდწილად საერთაშორისო ტურისტებზე არიან დამოკიდებულები.

დღეისთვის, COVID-19-თან ბრძოლის ნაციონალური სტრატეგიები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

  1. ვირუსის აღმოფხვრა,
  2. კოლექტიური იმუნიტეტი,
  3. შეკავება, სანამ ვაქცინა ან პრეპარატი გამოჩნდება.

აღმოფხვრა ყველაზე რთული მისაღწევია.  ახალი ზელანდიის მტკიცებით, მათ ეს მოახერხეს. ავსტრალიაც ამ შედეგისკენ მიილტვის. ასეთი მიდგომა, დიდი ალბათობით, ყველაზე წარმატებული იქნება შორ და დიდწილად ხელშეუხებელ ადგილებში, მაგალითად კანადის ჩრდილოეთის ტერიტორია ნუნავუტი, სადაც ჯერ არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

ამისგან განსხვავებით, ზოგიერთი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, გამოიმუშავებს რასაც ეპიდემიოლოგები ეძახიან „კოლექტიურ იმუნიტეტს“. ამ ადგილებში, საკმარისი ადამიანი დაავადდება და გადარჩება და არსებობს იმედი, რომ რაღაც სახის იმუნიტეტს გამოიმუშავებენ და დაავადება ტყის ცეცხლივით არ გავრცელდება.

ასევე გირჩევთპირქუში სიმართლე “შვედურ მოდელზე”

შვედეთის ტექნოკრატებმა, როგორც ჩანს, თავიანთი ქვეყნისთვის კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია აირჩეს. იაპონიის ოფიციალური პოზიცია ნაკლებად ნათელია, მაგრამ შეზღუდული იზოლაცია და ზოგჯერ კონტაქტების გამოვლენის ვერშეძლება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ კოლექტიურ იმუნიტეტს ექნება ადგილი. ბრაზილიის პრეზიდენტი იგივე მიდგომას „ვერტიკალურ იზოლაციას“ უწოდებს. ინდოეთი, აფრიკის დიდი ნაწილი, ახლო აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკაც, როგორც ჩანს, იგივე გზას ადგანან. თუ ვირუსის რეპროდუქციის საბაზისო მაჩვენებელი R0 (რომელიც გადამდებობას ზომავს, ანუ რამდენ ადამიანს გადასდებს დაავადებას ერთი ინფიცირებული) 2,5-ია, მაშინ ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს დასჭირდება დაავადების გადატანა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებამდე. R0 თუ უფრო მაღალია, უფრო მეტ ადამიანს დასჭირდება დაინფიცირება და ამავდროულად გადარჩენა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მილიარდობით ინფიცირება კიდევ წინ არის.

მესამე კატეგორიაში შედიან ქვეყნები, რომლებსაც არ შეუძლიათ დაავადების აღმოფხვრა, მაგრამ ცდილობენ შეაკავონ დაავადება, რაც შეიძლება დიდხანს. ამ ქვეყნებში — აშშ-ში, კანადის დიდ ნაწილში, ევროპაში (შვედეთის გარდა) რთული სიტუაცია. მართალია, მათ კარანტინის მეშვეობით შეამცირეს ახალი ინფიცირებების რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს შეუმცირდათ ეკონომიკა 10-25 პროცენტით და ახლა არიან R0-ის შემცირების გრძელ ბრძოლაში.

სამხრეთ კორეა და ჩინეთი დემონსტრირებენ, რომ სოციალური თანამშრომლობითა და ავტორიტარული თავგამოდებით შეიძლება ახლად დაინფიცირებულების იდენტიფიცირება, მათი კონტაქტების გამოვლენა და დაავადებულთა კარანტინი, სანამ დაავადების საფრთხე წარსულში არ აღმოჩნდება. ამ მეთოდების დანერგვის მცდელობები არის, მაგრამ მათი წარმატება ნაკლებად სავარაუდოა აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, გამომდინარე ჯანდაცვაზე წვდომის სხვადასხვა დონიდან, ხელისუფლებებისადმი განსხვავებული ნდობიდან და შემოსავლებში დიდი უთანასწორობიდან. ზოგი მოქალაქე მოერიდება სიმპტომების შესახებ შეტყობინებას შემოსავლის დაკარგვის, ბავშვებისგან ჩამოშორების ან მკურნალობისთვის დიდი საფასურის გადახდის შიშით. დაავადების კერები აღზევდება და დაეცემა.

როგორ ახდენს ეს გავლენას გლობალურ მობილობასა და ნაციონალურ ეკონომიკებზე?

განვიხილოთ ნიუ კუკლენდის მითიური კუნძული. COVID-19-ის განადგურების შემდეგ, ადგილობრივები, რაც სავსებით მართებულია, „უცხოელებს“ პოტენციურ ტროას ცხენად მიიჩნევენ. ყველა ჩამოსულს დიდი ალბათობით დახვდებიან აგენტები დამცავ კოსტუმებში და სპეციალურ საკარანტინე ზონაში გადაიყვანენ, სადაც მათ მოუწევთ ყოფნა ვირუსის ინკუბაციის პერიოდის დასრულებამდე და შემდეგ გაივლიან ტესტირებას. ქვეყანაში შესასვლელად საჭირო იქნება ნეგატიური პასუხი, ხოლო ვისაც პოზიტიური შედეგი ექნება, კიდევ 15 დღე მოუწევს კარანტინი. ასეთი შეზღუდვები და გაურკვევლობა ნიუ კუკლენდში მოგზაურობას საკმაოდ არამიმზიდველად აქცევს.

რეალურ სამყაროში, ყველა ქვეყანა, ვისაც R0-ის შემცირება სურს, საერთაშორისო ჩამომსვლელებზე მსგავს შეზღუდვებს დააწესებს. მათი კარანტინი, თვითიზოლაცია და ტესტირების წესები ნიუ კუკლენდის მსგავსად დამამძიმებელი იქნება.

შედარებისთვის, ქვეყნები, სადაც კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ცდილობენ, არ შეუშინდებიან უცხოელ სტუმრებს. შვედები დიდი სიამოვნებით მიგვიწვევენ, მათ შორის მოკლევადიანი ვიზიტისთვის. თუმცა თუ მათ მოუნდებათ სხვა ქვეყანაში ჩასვლა, ისინი არ იქნებიან სასურველები შემკავებლებისთვისა და აღმომფხრელებისთვის, ვისაც „კოლექტიური იმუნიტეტის“ მქონე ხალხის შეეშინდება. ბოლოს და ბოლოს, „კოლექტიური იმუნიტეტი“ დაავადებას არ ანადგურებს, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ დაავადების ნაკლები შემთხვევა და ეპიდემიის მცირე რისკი იქნება, თუმცა მხოლოდ იქ, სადაც იმუნიტეტი ბევრ ადამიანს აქვს.

დასრულდა მცირე დროით საერთაშორისო მოგზაურობა ან ხანგრძლივი მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანაში. ყველას გვეშინია, რომ ტესტის შეცდომით დადგენილმა დადებითმა შედეგმა შეიძლება არასასურველ 15-დღიან კარანტინში გვიკრას თავი.

ტესტებმა, რომლითაც ადამიანს ანტისხეულები დაუდგინდებათ, შესაძლოა ხელი შეუწყონ სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებას,  იმისდა მიხედვით, თუ იმუნიტეტის რა დონე იარსებებს დაავადების შემდეგ. თუმცა, საყოველთაო ვაქცინაციის არქონის პირობებში, ადამიანთა მობილობაზე შეზღუდვები დიდი ალბათობით ძალაში იქნება, შესაძლოა დიდი ხნით.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

ამავე თემაზე

გაეცანით სხვა მოსაზრებებსაც

უხილავი მკვლელები

პირქუში სიმართლე “შვედურ მოდელზე” | მოსაზრება

ახლა ან არასდროს – გლობალური ლიდერობა COVID-19-ის დროს | გორდონ ბრაუნი და სხვები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი