ახალი ამბები

ანონსი: 8 ოქტომბერი

7 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი: 8 ოქტომბერი

10:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრება. მის.: გურამიშვილის 72-ბ

 

10:30 – ირაკლი შიხიაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე კობაძე, ელისო კილაძის და გია ხიზანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს მოთხოვნით, პატივის,ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. მის. თბილისის საქალაქო სასამართლო. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი ტელ: 598549484

 

11:00 – პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

 

11:00 – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2016 წლის 10 მილიარდიანი ბიუჯეტის პარატრები; მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:00 – “პირველ პრესკლუბში” დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავს. იგი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებს ტოვებს. ამასთან მუხრან ბურჭულაძე საზოგადოებას მომავალი პოლიტიკური გეგმებისა და ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდება, რომლებიც ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ. მის. უზნაძის 52

 

11:30 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ცვლილებები ქართული ოცნების რეგიონულ წარმომადგენლობებში; უმრავლესობის ახალი ლიდერი;  მუშაობა  საპარლამენტო არჩევნების სიისთვის; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს.თემები:საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნა,რომ თბილისის მერი დავით ნარმანია გადადგეს და ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს;სტიქიით დაზარალებულ მეწარმეთათვის იაფი სესხის გაცემა;დაუკანონებელი ბინები;ბიუჯეტი.მისამართი:წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართული,საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას. თემა: მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები

 

12:00 – სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართება შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „მეწარმოების შეფასება საქართველოში“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.

 

12:00 – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი პროექტის – “ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში” – საპრეზენტაციო შეხვედრას უმასპინძლებს. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საგარეო საკითხები და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები

 

13:00 – რია ნოვოსტის პრესკლუბში გაიმართება მრგვალი მაგიდა, თემაზე: “შესაძლოა თუ არა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი?” მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ არჩილ ჭყოიძე, ვალერი ხაბურძანია, ბადრი ნაჭყებია, პეტრე მამრაძე, ვალერი კვარაცხელია, იური მეჩითოვი, თემურ ფიფია.

 

14:00 – „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „რეგიონული არბიტრაჟის განვითარება: რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – ნინო ჩიქოვანი.  კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

14:00 – ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი შეხვდება ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელების მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საკითხების განსახილველად.

 

15:00 – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

 

18:00 – MOMA-ში თბილისის მოდის კვირეული  წარმოადგენს მოდის ილუსტრატორების ესკიზებს ჩრდილოეთის ქვეყნებიდან. ამას გარდამ კვირეულის პირველ დღის განრიგში მხოლოდ ერთი ჩვენებაა – გიორგი შაღაშვილი კოლექციას კვირეულის ძირითად ლოკაციაზე, გართობისა და დასვენების ცენტრში „მეტრო“ წარმოადგენს. დღის ბოლოს კვირეულის სტუმრები გადაინაცვლებენ ARTAREA-ს ტერიტორიაზე, სადაც Project ArtBeat გამართავს გამოფენასა და წვეულებას.

18:30 – დისკუსია ჰომოფობიური ბულინგის თემაზე – ანა სუბელიანის და აჩო ხაჩიძის კვლევის მიმოხილვა. მისამართი: ახალი პოლიტიკური ცენტრის ოფისი, პოლიკარპე კაკაბაძის #7.

მასალების გადაბეჭდვის წესი