“თუ ჩვენ არ დავინახავთ ერთგვაროვან პრაქტიკას და რა თქმა უნდა ერთგვაროვან პრაქტიკას თავისი ლუფტები გააჩნია, ის არ არის, რომ ყველა პროცესი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, მაშინ სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდება. ჩვენ უნდა ვხედავდეთ სასამართლო პროცესებში ერთგვაროვან პრაქტიკას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასე უპასუხა კითხვას, თუ რა პოზიცია გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ “ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამ პიროვნებას წინასწარი პარტიმრობა შეუფარდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა.