ახალი ამბები

პრეზიდენტი: სასამართლოს დისკრედიტაციას მთელი პოლიტიკური სპექტრი ცდილობს

5 ოქტომბერი, 2015 •
პრეზიდენტი: სასამართლოს დისკრედიტაციას მთელი პოლიტიკური სპექტრი ცდილობს

“ვხედავდი და დღესაც ვხედავ მცდელობას სასამართლოს დისკრედიტაციისა. ამ მცდელობაში, სამწუხაროდ, ჩართულია მთელი პოლიტიკური სპექტრი. როდესაც ერთ მხარეს არ მოსწონს გადაწყვეტილება, ისინი აკრიტიკებენ სასამართლოს, მეორე მხარეს არ მოსწონს- არის დიკრედიტაციის მცდელობა. მიმდინარეობს ძალიან აქტიური და ინტენსიური კამპანია. მინდა მარტივი ჭეშმარიტება გავახსენო ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წევრებს, სასამართლოს დისკრედიტაციით, მოსამართლეებზე ზეგავლენით, ვიჭრით ტოტს, რომელზეც თავად ვსხედვართ, რადგან ჩვენი სახელმწოფოებრიობის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო. შეიძლება არ მოგწონდეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ შენ უნდა ეცადო, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს კანონიერი გზით, წახვიდე აპელაციაში, კასაციაში, ამ პროცესში იყო და არა სასამართლოსა და მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციას ცდილობდე. ყველა ამა თუ იმ ფორმით უკმაყოფილო იყო იმით, რაც ხდებოდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლო სისტემას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკოსებს აქვთ ბევრი სფერო, სადაც ერთმანეთის გაკრიტიკება შეუძლიათ, მაგრამ სასამართლო უნდა იყოს სისტემა, რომელიც მათ შორის მტყუანსა და მართალს გაარჩევს. მარგველაშვილის თქმით, სასამართლო სისტემა არ არის პოლიტიკური შეჯიბრების არეალი.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი