ახალი ამბები

პრეზიდენტი: მტკივნეულია, როდესაც რუსეთის აგრესიაზე საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ

5 ოქტომბერი, 2015 • • 1250
პრეზიდენტი: მტკივნეულია, როდესაც რუსეთის აგრესიაზე საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ

“ეს იყო მოსაზრება ამერიკული მხარის, რომელსაც ძნელი იყო, რომ არ დათანხმებოდი. იმ ფონზე, როდესაც გაეროს ტრიბუნაზე იდგა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ის საუბრობდა რუსეთის შესახებ, საუბრობდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთი ახორციელებს თავისი მეზობლების მიმართ და ერთადერთი მაგალითი, რომელიც მოიყვანა ობამამ, ეს იყო უკრაინის მაგალითი. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია. საქართველო იყო და არის ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. საქართველოს ხსენება აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რადგან ეს აჩვენებდა იმ დინამიკას, რომელიც არის ამ პროცესში. ჯერ საქართველო- მერე უკრაინა. რამდენად მძიმე არის, როდესაც საუბრობენ შენთვის მართლაც ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე და არ გესმის ის რიტორიკა, რომელიც უნდა გაიგო. არ გესმის ის სიტყვებ,ი რომელიც იყო მარტივად წარმოსათქმელი. შეიძლება, რომ ამ ნაწილში ობამას კრიტიკოსი ვიყო? ბუნებრივის – არა. ჩემთვის არის ის ვითარება, როდესაც, სამწუხაროდ, საქართველოს საკითხი იმ ნაწილში, სადაც კითხვის ნიშანი არ არსებობს, სადაც ვართ დაჩაგრული და დაპყრობილი მხარე. ბუნებრივია, გული მტკივა, როდესაც ასეთი რიტორიკა მე არ მესმის. მეტიც, როდესაც ამისი მტკიცება მოდის ამერიკული მხრიდან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვიმა. 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში გამართული 30 შეხვედრა ეხებოდა სწორედ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებს, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხებს.

 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნიუ იორკი და ვაშინგტონი დიდი კონკურენციის ქალაქებია, სადაც პოლიტიური სპექტრი ეძებს მხარდაჭერას, ამიტომ არც ერთი წამით არ შეიძლება გაჩერება, რადგან საქართველოს სჭირდება ძალიან აგრესიული პოლიტიკა, რომ ქართულმა საკითხმა არ ჩამოინაცვლოს ქვემოთ.

 

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას დაეთანხმა ამერიკელი ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საქართველო გაქრა ამერიკის აქტიური რადარებიდან.

მარგველაშვილი
მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი