ახალი ამბები

ჟურნალისტის გაკოჭვის მუქარა ძალადობის ნიშნებს შეიცავს – კოალიცია

18 აპრილი, 2020 • 1755
ჟურნალისტის გაკოჭვის მუქარა ძალადობის ნიშნებს შეიცავს – კოალიცია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებვისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც “მთავარი არხის” ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გაავრცელა ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ.

“ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ…”, – მოუწოდა სასულიერო პირმა მრევლს.

“დღეს, 2020 წლის 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის – ირაკლი ვაჩიბერაძის განმარტებით, მისი მისამართით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდდნენ ბზებს.

საპასუხო ვიდეომასალაში, სასულიერო პირი მრევლს ჟურნალისტის გაკოჭვისა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუწოდებს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი თავდასხმისა თუ საქმიანობის უკანონო ხელშეშლებისაგან”, – აცხადებს კოალიცია.

მღვდელი მრევლს ჟურნალისტის გაკოჭვისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი