საზოგადოება

ჯილდო მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

13 დეკემბერი, 2025 •
ჯილდო მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

დღეს, 13 დეკემბერს, მზია ამაღლობელს გადასცეს ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ეს ჯილდო „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გადასცა მზია ამაღლობელს „ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულების ღონისძიებაზე. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და ნეტგაზეთი“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

2025 წლის 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი