ახალი ამბები

მრევლი მივიდეს ტაძრებში 9 საათამდე – საპატრიარქო აღდგომის აღნიშვნის წესს არ ცვლის

15 აპრილი, 2020 • 3102
მრევლი მივიდეს ტაძრებში 9 საათამდე – საპატრიარქო აღდგომის აღნიშვნის წესს არ ცვლის

საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესია სააღდგომო რიტუალთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად. 

ამის შესახებ 15 აპრილს, საღამოს  საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სააღდგომო რიტუალი მრევლთან ერთად ჩატარდება და მორწმუნეებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, ტაძრებში მივიდნენ 21.00 საათამდე და დატოვონ ეკლესიები დილის 06.00 საათზე – ანუ არ დაარღვიონ კომენდატის საათი. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით ეკლესია ხელისუფლებასთან შეთანხმდა: 

“გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვვის სამსახურების მხრიდან მოცემული ყველა რეკომენდაცია საპატრიარქოს მიმართ. ეს ეხება კომენდანტის საათს – გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21 საათამდე და მსახურების შემდეგ დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში”. 

მისი თქმით, დიდ ტაძრებში სააღდგომო რიტუალის დროს დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, ხოლო პატარა ზომის სამლოცველოებში საპატრიარქოს რეკომენდაციაა, რომ მრევლი იყოს გარეთ, ეზოში.

“მოგეხსენებათ, დიდ ტაძრებში საუბარია ორმეტრიანი  დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით.  ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც და მრევლს, რომელსაც გაუჭირიდება ღამის საათებში დიდი ხნით ტაძარში ყოფნა,  მიეცემა შესაძლებლობა დილას დაესწროს და გადანაწილდება”.


კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ეკლესიებმა შეცვალეს რელიგიური რიტუალების წესი და დაკეტეს ეკლესიები მრევლისთვის. სააღდგომო რიტუალი რომის პაპმა მრევლის გარეშე ჩაატარა და მორწმუნეები რიტუალს ლაივსტრიმის საშუალებით ადევნებდნენ თვალს.  დისკუსიის და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომედაციების თანახმად, ასე არ მოიქცა მართლმადიდებელი ეკლესია და, როგორც ცნობილი გახდა, მთავრობამ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს უფლება მისცა კომენდატის საათები გაატარონ ეკლესიებში.

დიდ ეკლესიებში დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში, მხოლოდ სასულიერო პირები —მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი