დღეს, 12 აპრილს მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. მათ შორისაა ქართული ეკლესიაც, რომელიც წლევანდელ აღდგომას გლოვით შეხვდა პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
12 აპრილის ღამეს საშობაო ლიტურგიას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებში ათასობით მორწმუნე დაესწრო. თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ და იზეიმეს აღდგომა მორწმუნეთა ნაწილმა, რომლებიც 500 დღეა აპროტესტებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
11 აპრილს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში შესრულდა წმინდა ცეცხლის რიტუალი, რომელიც წელს განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო უსაფრთხოების საკითხის გამო. ისრაელის პოლიცია აღდგომამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა კონფესიებთან, რათა სადღესასწაულო რიტუალები შეზღუდულ ფორმატში ჩატარებულიყო უსაფრთოხების საკითხებიდან გამომდინარე.
საბოლოოდ, აღდგომის ტაძარში რიტუალს მაინც ათასობით მორწმუნე დაესწრო. პროცესის კულმინაცია მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოტანილი ცეცხლია. მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცეცხლი ადამიანის ჩარევის გარეშე ინთება, რაც ღვთიური ნიშანია. შესაბამისია რიტუალის სახელწოდებაც – “ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა”.
ცეცხლი იერუსალიმიდან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის, საქართველოში, იგზავნება. 11 აპრილს ის საქართველოში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამ ჩამოიტანა.
წელს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, მთავარი სააღდგომო ლიტურგია არა სამების საკათერდო ტაძარში, არამედ სიონში შესრულდა, სადაც ცოტა ხნის წინ დაკრძალეს პატრიაქრი ილია მეორე.
სააღდგომო ლიტურგია სიონის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა შეასრულა. სააღდგომო ლიტურგია სიონის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა შეასრულა. ის არის წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლეს ავტორიც. წლევანდელი ეპისტოლე ძირითადად ილია II-ის შეფასებას ეძღვნება.

სიონის ტაძარში შეხვდნენ აღდგომის დადგომას “ოცნების” ლიდერები, თუმცა მათ შორის არ იყო ბიძინა ივანიშვილი.

მორწმუნეთა ნაწილი აღდგომის დადგომას სხვადასხვა ეკლესია-მონასწრებში შეხვდა.
პარლამენტთან შეხვდნენ აღდგომას უწყვეტი პროტესტის მონაწილეები.
