ახალი ამბები

ბერნი სანდერმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

13 აპრილი, 2020 • 1044
ბერნი სანდერმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

ბერნი სანდერსმა, რომელიც საარჩევნო მარათონს წინა კვირას გამოეთიშა, ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

სანდერსმა მოქალაქეებს რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენს, რათა „ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სახიფათო პრეზიდენტის დამარცხება“ შეძლონ.

„ჩვენ თქვენ გვჭირდებით თეთრ სახლში და მე ყველაფერს ვიზამ, რაც შემიძლია, რომ ეს ასე მოხდეს“, – მიუგო ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენს. ისინი ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

ჯო ბაიდენმა უპასუხა: „მე თქვენ დამჭირდებით არა მხოლოდ კამპანიის მოსაგებად, არამედ სამართავადაც“.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზი“ წერს, ეს არის დემოკრატიული პარტიის გაერთიანებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რაც დონალდ ტრამპის დამარცხებისკენაა მიმართული.

ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

ტრამპი: „ბერნის ხალხი რესპუბლიკურ პარტიაში უნდა მოვიდეს“

მასალების გადაბეჭდვის წესი