ახალი ამბები

ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

8 აპრილი, 2020 • 1874
ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრაიმერს გამოეთიშა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

სანდერსის პრაიმერიდან გამოთიშვის შემდეგ,  ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატობის ერთადერთ პრეტენდენტი იქნება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ბერნი სანდერსმა 2020 წლის პრაიმერი ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით დაიწყო და პირველ სამ პრაიმერში კარგი შედეგიც აჩვენა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბევრი სხვა კანდიდატი (პიტ ბუტიჯიჯი, ელიზაბეთ უორენი, ემი კლობუჩარი და სხვები) პრაიმერს ბაიდენის სასარგებლოდ გამოეთიშა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დამაჯერებელი გამარჯვებების მოპოვება დაიწყო და ფავორიტის სტატუსიც მოიპოვა.

CNN-ისა და NBC News-ის ცნობით, სანდერსს არ დაუკონკრეტებია, დაუჭერს თუ არა მხარს ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

ბერნი სანდერსი 2016 წლის პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ ის ჰილარი კლინტონთან დამარცხდა. მას ხშირად უწოდებენ აშშ-ის მემარცხენე ფრთის წარმომადგენელსა და ლიდერს, საკუთარ თავს კი „დემოკრატიულ სოციალისტად“ მოიხსენიებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე  წლის 3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი