აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლასთან“ დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
ბაიდენის თქმით, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსებისა და ამომრჩევლის დაშინებას. იგი მოუწოდებს თბილისს, გამოიძიოს არჩევნებზე მომხდარი დარღვევები.
„აშშ საკმაო ხანია გვერდით უდგას ქართველ ხალხს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტოიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომაა, რომ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის იმ კანონის მიღებით, რომელიც ანარეკლია რუსული კანონმდებლობისა, რომლითაც იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებაზე, რომლებიც, დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობით, არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სანდოობის აღდგენისათვის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ფუძეა“, – წერია განცხადებაში.