ახალი ამბები

შსს: ხობში 80 გრ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

27 სექტემბერი, 2015 • • 894
შსს: ხობში 80 გრ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ხობში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ედუარდ შ. დააკავეს. დაკავებული 1975 წელსაა დაბადებული და წარსულშიც არის ნასამართლევი.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ოთხ შეკვრად დაფასოებული 80,26295 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 15,5231 გრ. ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია მეტადონის შემცველი 5 აბი.

შსს-ს განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ედუარდ შ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკების, მარიხუანის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი