პოლონეთის ქალაქ ვიელუნში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, დაკავების ოპერაციაში კონტრტერორისტული სამსახურიც მონაწილეობდა. ამის საფუძველზე მედია ვარაუდობს, რომ საქმე სერიოზულ დანაშაულთანაა დაკავშირებული.
ერთ-ერთი ქართველი დააკავეს ლიეტუვას სასამართლო ორდერის საფუძველზე – დაკავებული იძებნებოდა ევროკავშირში და ახლა მისი ლიეტუვაში ექსტრადაციის საკითხი იხილება.
უცნობია დაკავებულების ვინაობა.
მთავარი ფოტო: სპეცოპერაცია 4 ქართველის დასაკავებლად. Marian Zubrzycki /PAP








