მოვლენას პირდაპირ ეთერში გადასცემს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს სატელევიზიო არხი და სააგენტოს ოფიციალური ვებ–გვერდი. NASA-ს ცნობით, დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
ჯიმ გრინი – ნასას შტაბ-ბინის პლანეტარული მეცნიერების დირექტორი;
მაიკლ მეიერი – ნასას შტაბ-ბინის მარსის შემსწავლელი პროგრამის მთავარი მეცნიერი;
ლუენდრა ოია – ჯორჯიის ატლანტის ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი;
მერი ბეთ უილჰელმი – NASA-ს ეიმის კვლევითი ცენტრი მოფეტის არეალში, კალიფორნიისა და ჯორჯიას ტექნოლოგიური ინსტიტუი;
ალფრედ მაკევინი – მაღალი რეზოლუციის ციფრული მეცნიერების უფროსი გამომგონებელი, არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი.