09:30 – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე გაიმართება თბილისის სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტში;
10:00 – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, გაიხსნება ICOM-ICLM-ის (ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“.
10:00 – TIFLIS PALACE-ში თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი – Smart City 2015” და სტუმრებს სიტყვით მიმართავს. მისამართი: გორგასლის N3;
10:30 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საკონსტიტუციო ცვლილებები; პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდა; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ჩანაცვლება; რეფორმები პროკურატურაში – ვინ განიხილება მთავარი პროკურორის ვაკანსიაზე; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
11:00 – პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა. მისამართი: თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი;
11:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო „ამბასადორში“, ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და მის შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ მომზადებულ შეხვედრას დაესწრება. მისამართი: ქ. თბილისი, სასტუმრო „ამბასადორი“, შავლეთის ქ. #12;
11:30 – დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კვლევის პრეზენტაცია აფხაზური გენოფონდის შესახებ და რუსეთის შეთავაზება აფხაზეთს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
12:00 – კონტრაცეფციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ჰერა XXI-ს პრომო-აქცია ,,ეს შენი ცხოვრებაა, ეს შენი მომავალია”. მისამართი: ხობის რაიონი დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჭალადიდის ქუჩა N6ნ (ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობა);
12:00 – დასაქმების კვირეული თელავში, სადაც მონაწილე კომპანიებს და სამუშაოს მაძიებლებს თელავის სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს. მისამართი: ქ.თელავი, ერეკლე II შესახვევი №7;
12:30 – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. თემა: მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში. მის: ქ. თელავი, ვაჟა- ფშაველასს ქ. #6. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
13:00 – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. მისამართი: თბილისი, პარლამენტის კომიტეტის სათათბირო ოთახი N221;
13.00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: „თბილისობა 2015“-თან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში „ჩემი თბილისობა“ გამარჯვებულ კონცეფციათა განხილვა;
14:00 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებსა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. სახელმწიფო მინისტრი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობის პროცესებზე საჯარო ლექცია წაიკითხავს. მისამართი: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის ქ.7);
18:00– აბანოთუბანში (ლეღვთახევში), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი თბილისის ფოტოფესტივალის გახსნას დაესწრება. ფესტივალი გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტით “ომის შემდგომი ისტორიები”გაიხსნება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.