ახალი ამბები

დღეის მდგომარებით ქვეყანაში საჭირო მარაგები არსებობს – გახარია 

4 აპრილი, 2020 • 1347
დღეის მდგომარებით ქვეყანაში საჭირო მარაგები არსებობს – გახარია 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პირბადეების და სამედიცინო პერსონალის დაცვის სხვა აღჭურვილობის მარაგები ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, არსებობს. 

ამის შესახებ მან 4 აპრილს ისაუბრა, როცა ჰკითხეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე მარაგებთან დაკავშირებით. 

3 აპრილს ცერცვაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით სამედიცო პერსონალს ერთი-ორი კვირის მარაგი აქვს. 

გახარიამ ამ კითხვის საპასუხოდ ზოგადად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარაგის არის: 

“ჩვენ, მთავრობის დონეზე გამოვყვავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება. ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომელთა სწორი მართვის პირობებში ჩვენ გავუმკლავდებით კოვიდ 19 -ს და ვთქვით რომ პირველ რიგში ეს არის ჯანმრთელობა, მეორე, მარაგების მარეთვა, აქ შედის სამედიცინო მარაგები.  ეს ჩაბარებული აქვს დავითაშვილს და სულ უკეთ და უკეთ ხდება მარაგების შვსება. სწორედ ამიტომ გახლდით ბათუმის პორტში – საპორტო ინფრასტუქტურა არის ის, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება. ეს ის ინფრასტრუქუტრააა, რომელიც მუშაობს როგორც საკვები პროდუქტების, ასევე სამედიცინო პროდუქციის მომარაგებაზე”, – განაცხადა გახარიამ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბათუმშიაჭარის ტექსტილისსაწარმოში  პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.


გარეკანის  ფოტო: პრემიერ-მინისტრი საწარმოში ვიზიტისას.


 

ერთი-ორი კვირა გვეყოფა – ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი