ახალი ამბები

ერთი-ორი კვირა გვეყოფა – ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

3 აპრილი, 2020 • 3650
ერთი-ორი კვირა გვეყოფა – ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამჟამად უსაფრთხოების ეკიპირების პრობლემა არა აქვთ, თუმცა რეზერვები საკმარისი არ არის.

მან ამის შესახებ 03 აპრილს ტვ პირველის ეთერში უპასუხა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას:

რა გითხრათ.. ჯერჯერობით საკმარისია, მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი. და თუ ვერ შევავსეთ ის რეზერვი, შესაძლოა ხვალ დადგეს ის დღე, რასაც თქვენ ამბობთ. [როცა პრობლემა გვექნება ეკიპირების]. მაგრამ რას ვიზამთ, ეტყობა ესეც ობიეტური რეალობაა, იმიტომ, რომ ამერიკას გაუჭირდა.  ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა თავისი მრეწეველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებით და პირბადეებით.  ევროპის ქვეყნებიც ამ დღეშია. 

საქართველოში რაღაც ადგილობრივი მრეწველობა გაჩნდა, პირბადეები გაჩნდა, კომბინიზონების არ გაჩენილა…  მაგრამ ჯერ ამის გამო პრობლემა არ შექმნილა. ასე ვიცი მე, რომ კიდევ ერთი-ორი კვირა გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება პრობლემა. მაგრამ ჯერ არ არის”, – განაცხადა ცერცვაძემ. 

მისი თქმით, რადგან სამედიცინო სფეროს მხოლოდ ორი წარმომადგენელია ამ დროისთვის ინფიცირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკიპირება ჯერჯერობით საკმარისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი