შეტევა დღეს, 13:00 საათისთვის განხორციელდა. სამინისტროს განცხადებით, Smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. ვებგვერდი ამ დროისათვის მიუწვდომელია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა. ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა.